суббота, 21 декабря 2013 г.

დღე მეცხრე

დასრულდა ტრენინგები–ასე მნიშვნელოვანი, საინტერესო და მრავლისმომცველი.მადლობა ყველას,  ვინც დაგეგმა,ვინც ხელმძღვანელობდა და ვინც წარმართა; განსაკუთრებით დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს,რომელიც ფუტკარივით დაფუსფუსებდა და მეტად საჭირო საქმეს –მასწავლებელთა გადამზადებას ემსახურებოდა.რადგან ახალი საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით მომზადებული მასწავლებელი ძლიერი მასწავლებელია;ძლიერი მასწავლებელი ძლიერი სკოლაა,რომელიც   ძლიერ მომავალ თაობას გამოჭედავს; ძლიერი  ახალგაზრდობა–ძლიერი სახელმწიფოა.
   დიდი მადლობა დახმარებისთვის!
პატივისცემით თქვენი მსმენელი.

воскресенье, 15 декабря 2013 г.

სუპერმარკეტი სმარტი

დღე მერვე

ტრენინგების  დასრულებამდე ერთი მეცადინეობა რჩება-ძალიან გულდასაწყვეტია ასეთ შესანიშნავ  ადამიანებთან  განშორება,მაგრამ ქალაქი პატარაა და  იმედია ჩვენი თანამშრომლობა და  კონტაქტები გაგრძელდება, ჩვენი ტრენერი ძალასა და ენერგიასარიშურებს რაც შეიძლება მეტი და მეტი გვასწავლოს. დღეს გავიარეთ მე-7 მოდული, მოვირგეთ ფასილიტატორის როლი; განვიხილეთ  კითხვის დასმის სტრატეგიები, შევქმენით დამხმარე მასალები,განვაახლეთ  პროექტის გეგმა, შევქმენით დოკუმენტები მენეჯმენტისათვის

суббота, 14 декабря 2013 г.

დღე მეშვიდე

ეს დღე დამეხმარაგამეანალიზებინადამოუკიდებელი მსწავლელისა დადიფერენცირებული სწავლების როლიურთიერთდამოკიდებულებარამდენიმეთვალსაზრისით: კერძოდ განვიხილეთ ბლუმისა და გარდნერის მატრიცა.გავაანალიზეთ  ყუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისათვისა და წარმატებული სწავლებისათვის დიფერენციაცია გაკვეთილზეგანვიხილეთდიფერენცირებული სწავლებისსახეები-შინაარსი,პროცესი,პროდუქტი,სასწავლო გარემო,მიუხედევად ბასთუმისათვის უჩვეულო მკაცრი ბუნებრივი პირობებისა-ყინავს,სიცივეა- მეცადინეობა დატვირთული იყო დაბევრი ახალი რამ ვისწავლე

воскресенье, 8 декабря 2013 г.

დღე მეექვსე

დატვირთული  დღე გვქონდა. ძნელი გახდა მოსწავლის როლის მორგება ამ ასაკში,მაგრამ მაინს შევძელი,შევქმენით სასწავლო  ნიმუშები მოვახდინეთ მოსწავლის მიერ წარმოდგენილი ნიმუშების პრეზენტაციები. შევადგინეთ სწავლების პროცედურების მონახაზი

суббота, 7 декабря 2013 г.

დღე მეხუთე


დღევანდელი  დღე დამეხმარა იმის გაანალიზებაში რა გავლენა  აქვს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ:
  • ელფოსტას, 
  • ონლაინჩატს, 
  • სწრაფი შეტყობინების სისტემს, 
  • ინტერნეტიზარის ტექნოლოგიებს,

ყველაფერი ეს სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას იძლევა მთელი მსოფლიოს მაშტაბით

воскресенье, 1 декабря 2013 г.

დღე მეოთხე
დღეს ძალიან დატვირთული მუშაობა გვქონდა–ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ და გავიხსენეთ. განვიხილეთ შეფასების  სახეები,კომპონენტები,კრიტერიუმები.შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.ვიმუშავეთ  პრეზენტაციის მომზადება PowerPoint-ში და ბლოგზე ავტვირთეთ

суббота, 30 ноября 2013 г.

დღე მესამე
დღეს მეტად  მნიშვნელოვანი ტრენინგი გვქონდა.დავიწყეთ ჩვენი იდეების განხორციელება–პროექტის დაგეგმვა/განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.ვისაუბრეთ კითხვის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე.განვიხილეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების ნიმუშები.განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიის განახლებული ვარიანტი.

воскресенье, 24 ноября 2013 г.

დღე მეორე
განვიხილეთ პროექტისიდეები,გავეცანით პუბლიკაციების მომზადების ხერხებს
პუბლიკაციების შაბლონებს, შევარჩიეთ შაბლონები 2010-ის word-ისფაილიდან.ვიმუშავეთ პუბლიკაციების მომზადების რამდენიმეეტაპზე.
დავამზადე ბროსურა.ვისწავლეთ,როგორ ჩავსვათ სურათები ინტერნეტიდან,ან სხვა წყაროებიდან სურათები.ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.ძალიან ყურადღებიანი და ენერგიული ტრენერი გვყავს



суббота, 23 ноября 2013 г.

პირველი დღის რეფლექსია
დღეს გიორგობაა-ტრენერმა ქ.გვანცამ მოგვილოცა გიორგობის ბრწყინვალ ედღესასწაული.გაგვეცნო,გაგვაცნო ტრენინგის მიზანი,დრო,მუშაობის განრიგი.გაგვაცნო რა რეჟიმით ვიმუშავებდით.
ტრენინგზე ყურადღება გაამახვილა-პროექტით სწავლების მნიშვნელობაზე.ვნახეთ ვიდეორგოლი
შევქმენით ბლოგი.გავეცანით 21-ე საუკუნის უნარჩვევებს.სევისწავლეთ რამდენიმეტექნიკური საკითხი-კომპიუტერთან მუშაობისას. შევქმენით საქაღალდეები გადავიტანეთ მასზე მასალები